20:23 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 13:50:37, 772 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - „ლიტერას“ სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს

ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია ლიტერა. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. - ამის შეახებ კულტურის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატიში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ლიტერატურული პრემია დაფუძნდება.

"ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო არც ერთი საკანონმდებლო აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.

შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს." - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics