07:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 14:44:45, 582 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭო გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, იმუნიზაციის საბჭო გაიმართა.

უწყების ცნობით, მხარეებმა COVID-19-ის ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა, დაავადების მიმდინარეობა და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს.

მათივე ინფორმაცით, ისაუბრეს ე .წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ,  ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს მომავალში გასცემს  შესაბამის რეკომენდაციას, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადის, 6-დან 5 თვემდე შემცირების თაობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ბოლო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაც განიხილეს და აღნიშნეს, რომ   ეს  60 წელს ზემოთ მოქალაქეების ფინანსურ წახალისებასა  და ე.წ. მწვანე საშვების გააქტიურებას უკავშირდება.

„პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

გარდა ამისა, დაიწყო აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზეც, რომელიც იმ ობიექტებს გადაეცემათ, სადაც დასაქმებულთა დიდი უმრავლესობაა ვაქცინირებული.

საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ  2 183 335 აცრაა ჩატარებული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics