07:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 11:34:33, 449 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კელაპტრიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება ბოლო ეტაპზეა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 550 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, საერთო სარგებლობის კიბეები, საყრდენი კედლები აშენდა და გზა კაპიტალურად შეკეთდა. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 5 600 კვ.მ ფართობზე დაიგო.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი ხელაძე, დავით ჭელიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნენ.

„კელაპტრიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 100 წელია არ განხორციელებულა, არც ასფალტის საფარი დაგებულა დღემდე. გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 653 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.“ - ნათქვამია ინფორმციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics