20:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 10:03:13, 849 ნახვა

პოლიტიკა
დენ ფრიდი – საქართველო შორდება თავის მეგობრებს, ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს!

საქართველო შორდება თავის მეგობრებს, ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს!, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ აქვს მომავალი და არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება კიდეც. 

"საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ. მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება სააკაშვილის დაკავებასაც.

საქართველო შორდება თავის მეგობრებს. ვის აწყობს ეს? ალბათ, პუტინს, იმიტომ რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყვავართ. ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ "ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს?".

საქართველოს სჭირდება, რომ მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ვინ გააკეთებს ამას, "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუ ვინმე სხვა. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და ის არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება კიდეც", – აცხადებს დენ ფრიდი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics