04:16 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 14:10:11, 624 ნახვა

საზოგადოება
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირების თემაზე, რეგიონულ მედიასაშუალებებთან ტრენინგი გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს პროექტის ათი სამინზე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში მედიის როლი და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობა განიხილეს.

შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ჭიჭინაძე და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.  პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, საზოგადოებამ გააცნობიეროს საკუთარ როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics