09:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 12:05:52, 936 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულში, მიწის ქვეშ მოყოლილი 65 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ტყიბულში, ქვანახშირის შახტში მიწის ქვეშ მოყოლილი 65 წლის ვიტალი ტურძელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, დავით ჯანაშია აცხადებს, პაციენტს გულმკერდის და მუცლისღრუს ორგანოების დაჟეჟილობა და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი უფიქსირდება.  ხოლო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.  

„შემოყვანილი იქნა პაციენტი, ვიტალი ტურძილაძე 65 წლის ტყიბულიდან, უმძიმეს მდგომარეობაში. გულმკერდის ორგანოს დაჟეჟილობით, მუცლისღრუს ორგანოს დაჟეჟილობით და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით. ამჟამად, პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომაროება არის ძალიან მძიმე და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ - ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მასის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი ოპოვეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics