21:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 14:05:35, 313 ნახვა

ბაქრაძე: პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტზე მზადება მიმდინარეობს

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, უკრაინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე მზადება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ბაქრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ლიტვის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ იყო ვიზიტი ვიცე პრემიერების, ჩემი ინფორმაციით, ასევე იგეგმება სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტიც, ხვალ ჩემი ვიზიტი იქნება კიევში, შესაბამისად რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მზადება მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ხვალ უკრაინაში მიემგზავრება.

ბაქრაძე ოფიციალურ შეხვედრებს 4-5 თებერვალს გამართავს. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მიემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics