12:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 15:15:45, 642 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, ანტივაქსერთა ჯგუფი არ არის დიდი – მუშაობა გვჭირდება მათთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა

დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, ვინც ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის.

"ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის. მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბაზისური და სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით. გარდა ამისა ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს წარმატებით.

საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. ზოგადად ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი, რაც ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელია. ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, ვინც ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს", - აღნიშნავს გაბუნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics