13:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-21 13:25:54, 757 ნახვა

საზოგადოება
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირების საკითხებზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი მერიების, სათემო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. 

შეხვედრას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფების რისკის მართვის პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მიდგომის საკითხები განიხილეს და  ადგილობრივი თემის მხარდაჭერის პროგრამების  ძირითადი მიზნები განსაზღვრეს.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.  პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ საკუთარ როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics