|
2021-11-18 22:58:33, 657 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - შემდეგ ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადიატანს
შემდეგი ასეთი კრიზისი თუ განმეორდა,რაც არის რეალურად ინსულტის საშიშროება, რეანიმატოლოგმა, რომელსაც შემდეგ გავესაუბრეთ თქვა, რომ იყო ძალიან მოცულობითი თაქიკარდია. მე ვერ ვერკვევი სამედიცინო ტერმინოლოგიაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე სურათია. შემდეგ ესეთ დარტყმას და შემდეგ ესეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადიატანს- ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც დეკანოიძე განმარტავს, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებბაში შეხვდა "ქართული ოცნების" დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძეს და დავით დერგეენკოს და იუსტიციის მინისტრს და მათ თავისი პოზიცია გააცნო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. "მე მქონდა საშუალება ახლა რეანიმაციის განყოფილებაში , რეანიმაციის პალატაში, სულ რამდნიმე წუთით გავსაუბრებოდი მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი არის ცუდად პირდაპირ, რომ გითხრათ ცუდად და რომ არ ყოფილიყო რეანიმატოლოგი შემთხვევით, რომელიც დღეს იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი გადარჩენა იქნებოდა შეუძლებელი. შემდეგი ასეთი კრიზისი თუ განმეორდა,რაც არის რეალურად ინსულტის საშიშროება, რეანიმატოლოგმა, რომელსაც შემდეგ გავესაუბრეთ თქვა, რომ იყო ძალიან მოცულობითი თაქიკარდია. მე ვერ ვერკვევი სამედიცინო ტერმინოლოგიაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე სურათია. შემდეგ ესეთ დარტყმას და შემდეგ ესეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადიატანს. გარდა ამისა აქვს ჰიპერტონული კრიზი მუდმივად და სხვათაშორის იმ დღესაც ,როდესაც მე გალხდით შევხვედრაზე და იმ დღესაც, როდესაც ეკა იყო, ვერ გახლდათ კარგად და დღესაც მითხრა, რომ დილიდან იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ექიმი შემოვიდა და გამაღვიძა, მთელიი დღის განმავლობაში იყო ცუდად. ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე დრო, მივმართავ ახლა ხელისუფლებას , მე მქონდა ახლა შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან პარლამენტის წევრები ჩვენ გადავეკვეთეთ ერთმანეთს, ისინი ესაუბრებიან მათ შორის ნიკა ყოფშძეს რაზეც ნიკა ყოფშიძეს აქვს ის პოზიცია , რა პოზიციაც აქვს ყველა ექიმს, მათ შორის კონსილიუმის ექიმებს, ბატონი ნიკოლიზი არის ძალიან შეშფოთებული, ჩემი თვალით რაც ვნახე, კონტაქტური არის, მაგრამ არ შეუძლია საუბარი, რადგან კალიუმის ნაკლებობა იწვევს ტკივილებს. ძალიან მნიშვნელოვანი რომ გვესმოდეს, მიშას აქვს დარჩენილი ძალიან ცოტა ხანი, თუ ასეთ კოლაფსამდე კიდევ მივიდა და მითხრა რომ პირველად ცოხვრებაშ დაკარგა გონება და რაც თქვა რეანიმატოლოგმა ეს იყო, რომ გონების დაკარგვა გაგრძელდა საკამოდ დიდხანს ანუ მძიმეა მდგომარეობა. მე როდესაც ვესუაბრებოდი იქ მყოფ პარლამენტის წევრებს, ექიმებს, ეს არის ბატონო სერგეენკო და ბატონო ხუნდაძე,ჩემი პოზიცია მათ ვუთხარი, რომ ამ ადამიანის დიდხანს გაჩერება ამ დაწესებულებაში არ შეიძლება, ასევე აქ იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროდან მინისტრიც .. მათი პასუხი იყო, რომ მათაც უნდათ რომ მოძებნონ გამოსავალი, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეს ადამიანის ვალია, რომ ადამიანურად შეხედოს ამ ყველაფერს."- განაცხადა დეკანოიძემ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)