|
2021-11-18 15:57:26, 467 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 309 დამსაქმებელი გამოიკითხა, თვისობრივი კვლევის ნაწილში კი ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმით 20 მსხვილი კომპანია. შეხვედრები ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფთან-ჯამში 30 დამსაქმებლის მონაწილეობით. მათივე ინფორმაციით, კვლევის მთავარი კითხვა 2020 წლის შრომის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება იყო, სადაც გამოკითხულთა 51% საკანონმდებლო ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს. შეხვედრაზე მხარეებმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის დარეგულირება, დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება და შრომითი დავებიც განიხილეს. ისაუბრეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის განსაზღვრის საკითხებსა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან (შრომითი უსაფრთხოებისა და უფლებრივ ნაწილში) დაკავშირებული საჩივრების განმხილველი კოლეგიური ორგანოს (სამმხრივ ფორმატში) შექმნის ინიციატივაზეც. გარდა ამისა , შეხვედრაზე საუბარი შეეხო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხედვას და კოლექტიური მოლაპარაკებების/მედიაციის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების განხილვას. „მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარი რეკომენდაცია იყო ის, რომ საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი და მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)