17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 14:32:30, 507 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მაშფოთებს, ვიდრე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილის

გულწრფელად გეტყვით, მე უფრო  ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მაშფოთებს, ვიდრე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილის. -  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკაშვილისა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შორის დიდი განსხვავებაა, მიუხედავად მათი შიმშილობის ხანგრძლივობისა.

„მე უფრო მაშფოთებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, გუშინ ჩემი თვალითაც ვნახე. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხეთ კომენტარი პოლიტიკოსისგან, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე შევეცდები ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ერთი წამით, ამ ინტერვიუს მიცემის დროს - რაც ვნახე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილი, როგორ იქცეოდა და როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი იმ კადრებში, არავის რომ არ მოგვეწონა მაინცდამაინც სხვადასხვა მიზეზებით და რაც ვნახე გუშინ, როდესაც მივედით და ელენე ხოშტარია მოვინახულეთ 15 დღის შემდეგ - აი, ცასა და დედამიწას შორის როგორი სხვაობა, სიშორე და განსხვავებაა, ისე არის. მე, გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს და იმიტომ კი არა, რომ მის მიმართ უფრო ლოიალური ვარ ან ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ რეალურად მგონია, რომ მართლა გაცილებით უფრო ცუდად არის ვიდრე მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics