19:11 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 17:26:26, 766 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი – მივესალმები ომბუდსმენის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიესალმება სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს.

"მივესალმები დამატებით სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა და მის გუნდს ობიექტურად შეაფასოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილი, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველობის შესახებ",-წერს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ექიმების ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 16 ნოემბერს შექმნა. სამედიცინო კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტი გუშინ საღამოსვე მოინახულა. ექიმთა ჯგუფი დასკვნას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics