|
2021-11-17 15:44:27, 543 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - 2021 წელი დევნილთა განსახლების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების ანგარიში წარუდგინა. “სამოქმედო გეგმის დამტკიცებისთანავე სააგენტო აქტიურად შეუდგა 2021 წელს განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. მიმდინარე წელი, მიუხედავად პანდემიისა, დევნილთა განსახლების მიმართულებით საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. დასრულდა იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი მასშტაბური მშენებლობები რეგიონებში, რამაც ნგრევადი ობიექტების დახურვის შესაძლებლობა მოგვცა. წელს პირველად, განვახორციელეთ ვეტერან დევნილთა განსახლების პროექტი. ბინების გადაცემის პარალელურად კი, გავზარდეთ სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი თანხა, რამაც ეს პროგრამა კიდევ უფრო წარმატებული გახადა“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები წარმოადგინეს. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში სამინისტროს, დევნილთა სააგენტოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)