17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 14:46:21, 690 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი სააკაშვილის ხელშია, შეასრულოს სტრასბურგის მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა

 მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მაღალტექნოლიგური და მულტიფუნქციური კლინიკა, იმისათვის , რომ გაიაროს რეაბილიტაცია, ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ ეს არის, სათანადო დოზირება საკვების- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშილმა უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშლობა.

კობახიძე საუბრისას ასევე შეეხო, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში, მისი იქიდან  შესაძლო გატაცების საკითხსაც. მისი გამარტებით, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

„ყველაფერი არის მიხეილ სააკაშილის ხელში, მაგალითად შეასრულოს დაუყოვნებლივ სტრასბურგის სასამაართლოს მოწოდება ამ შემთხვევაში ბუნებრივია ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას,მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ყველაფერთან რაც უკავშირდება ქვეყნის მომავალს...

მე ამ დეტალებში ვერ შევალ, მოიტაცებენ თუ არა, მე მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადმიანების სიცოცხლეს შეექმენას საფრთხე, რასაც ჩვენ არ დავუშებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის , როცა მას ეს საერთოდ არ სჭირდება, მითუმეტეს თქვენ გახსოვთ, მიხეილ სააკაშილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშლობას შემდეგ გადაყვანის პირობით. შიმშლობის შემდეგ ყველა ძალიან კარგად ხდება, მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მაღალტექნოლიგური და მულტიფუნქციური კლინიკა, იმსიათვის , რომ გაიაროს რეაბილიტაცია, ერთადერთი რაც სჭირდება ადამიანს შმშლობის შემდეგ ეს არის სათანადო დოზირება საკვების.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics