|
2021-11-17 10:37:29, 985 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ მეგრელიშვილი - 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მათზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე
დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმ 84 ადამიანზე უფრო მეტად ნერვიულობს, რომლებიც ციხეში კანაფის მოხმარების გამო სხედან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ აქტს ახორციელებს და საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში თავისი ნებით იგდებს. "ეს ადამიანი ხომ თავის პოლიტიკურ აქტს ახორციელებს, თავის ნებით, დამოუკიდებლად, თავისი თავისუფალი ნებით. მე შემიძლია უბრალოდ ზოგადად შევაფასო, მაგრამ, საერთოდ არ არის, ჩემი აზრით, ჩემი აზრი საინტერესო. თავისი ნებით რაღაცა მძიმე მდგომარეობაში იგდებს თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მე შეიძლება სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ, ხომ არ მომეთხოვება, რომ ამ ადამიანზე ვინერვიულო? მორალურად, ვკითხულობ, მომეთხოვება? მომეთხოვება? მაინტერესებს... 80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველ დღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ხომ?! კანონპროექტზე რომ გელაპარაკებით, ჩემი საქმე მაინტერესებს-მეთქი, ამ წამს 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე უფრო მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)