|
2021-11-11 13:00:50, 756 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი – გაიქცე სტრასბურგში, მოსთხოვო, რომ შიმშილობა შეწყვიტოს სააკაშვილმა, აბსურდია
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ნიკა გვარამიამ სააკაშვილი კომიკურ სიტუაციაში ჩააგდო. მისი თქმით, აბსურდია გაიქცე სტრასბურგში და მოსთხოვო სასამართლოს რომ შიმშილობა შეწყვიტოს სააკაშვილმა. "როგორც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოში იყო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც ნიკა გვარამიამ თავისებურად განმარტა, აბსურდია. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ისიც უთხრა, გვარამიას არ დაუჯერო და შიმშილობა შეწყვიტეო. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ეპიზოდს, სადაც ითხოვს ინფორმაციას პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. რა საკვირველია, მივაწოდებთ ინფორმაციას როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებების დაცვის შესახებ. სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციის საგანი თავად მისმა ადვოკატებმა გახადეს. კომიკურიც აღარ არის უკვე ის სიტუაცია, რაშიც მიხეილ სააკაშვილი ჩააგდო გვარამიამ და ნუ ეხლა ცდილობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რისხვა რომ არ დაიმსახუროს, გამართლებებს ეძებს რაღაცნაირად ამ არასწორ ნაბიჯში. სტრასბურგის სასამართლოში განცხადების დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ინტერესში იყო ეს და ჩვენც მოვუწოდებდით, მათ შორის მეც, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ ინტერესში მისი შიმშილობა არ იყო, ამ ფონზე როგორ შეიძლება გაიქცე სტრასბურგში და თქვა რომ შიმშილობა შეწყვიტოს სააკაშვილმა, მოსთხოვო სტრასბურგის სასამართლოს, ეს ხომ აბსურდია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)