06:38 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 16:25:24, 750 ნახვა

საზოგადოება
ახალი კულინარიული წიგნი „ეთნო ტაბლა“ ქვემო ქართლში რეგიონული ტურიზმის განვითარების მოდელის მხარდასაჭერად

კაფე „სკაუტ გარდენი“, რუსთავი, ქვემო ქართლი - დღეს, 9 ნოემბერს, 11:30 საათზე, USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ წარმოგიდგენთ კულინარიულ წიგნს „ეთნო ტაბლა“ და გთავაზობთ ქვემო ქართლის სამზარეულოს ისტორიულ სამყაროში მოგზაურობას. ახალი კულინარიული წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსენი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი ქეთევან ჭუმბურიძე და სხვა დაინტერესებული პირები.

წიგნი, რომელიც USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გამოიცა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები, ბერძნები, გერმანელები და ა.შ.) მიერ შემუშავებული 30-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

„ეთნო ტაბლა“ USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიერ შექმნილი კულინარიული წიგნების სერიის მეხუთე გამოცემაა, ხოლო სხვა გამოცემებს შორისაა: „მესხური ტაბლა“, „კოლხური ტაბლა“, „თუშური ტაბლა“ და „ქისტური ტაბლა“. 

აღნიშნული წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისათვის.  დაგეგმილია „ეთნო ტაბლას“ გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელში „ბიბლუსი“. „ეთნო ტაბლას“ გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს (KKRDA) გაძლიერებას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი