02:58 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 22:42:12, 577 ნახვა

პოლიტიკა
პენიტენციური - სიცრუეა, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მასთან კლინიკა ვივამედის ექიმები შევიდნენ.

"5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო. პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა". – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 7 ნოემბერს რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ სააკაშილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია, რამდენიმე საათში კი, შეიძლება, კიდევ უფრო კრიტიკული გახდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics