05:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 19:22:01, 1078 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას აცხადებს

პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა შიმშილობს.

"თქვენ იცით, რომ მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, მეტსაც გეტყვი გულწრფელად მე არ ვარ მისი ამომრჩეველი, კიდევ უფრო მეტსაც ვიტყვი, მე არა ერთხელ გამომითქვამს პრეტენზი და დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ, მააგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობისა და ჯანმთელობის მდგმარეობის გარშემო, ეს არის, სადისტური და ცინიკური შურისძება საქართველოს ,მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიმართ, ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესების  და მშვიდობის მქონე, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა 1%- ითაც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი, აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე, აქ, პარლამენტში, შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც ჩემი აზრით, არ არსებობს და არ ვაღიარებ, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშე გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics