|
2021-11-03 14:26:06, 808 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს - გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ ქვეყანას - ეს ერთი დღე მალე დადგება
ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქართველ ემიგრანტებს. მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გამოიტანა. „დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც მთელ მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)