|
2021-11-03 13:53:45, 617 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების 26–ე კონფერენციის ფარგლებში „მაღალი ამბიციის კოალიციას” მიუერთდა
საქართველო გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში წარმოდგენილ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას „მაღალი ამბიციის კოალიცია“ მიუერთდა. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, მსოფლიო ლიდერების სამიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „მაღალი ამბიციის კოალიციის” პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ამბიციის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კლიმატის ცვლილების საკითხებში, ჯონ კერის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. დეკლარაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.highambitioncoalition.org/statements/cochair-summary-april-2021-9n7c5-z7kxl-733k4-49h35
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)