|
2021-11-03 12:11:57, 469 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ილია ელოშვილს სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების პროექტის დაწყება დაავალა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელების მიზნით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კონკრეტული დავალებები მისცა. აღნიშნულ დავალებებს შორის არის დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პროგრამის ბოლომდე მიყვანა, ასევე, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების პროექტის იანვრიდან შეუფერხებლად დაწყება. „მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე. ჩვენ მოსახლეობისთვის მიცემული გვაქვს დაპირება, რომ არცერთი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ იქნება თბილისში. 10 000-მდე ოჯახს დავეხმარეთ, გავაბედნერეთ და სიხარული დავუბრუნეთ სახეზე. ესენი იყვნენ „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ ადამიანებმა იციან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა იქნეს მოწესრიგებული და ანალოგიური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მათაც, რაც სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში იყო. ასევე, მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული პროგრამების განხორციელება მერის მოადგილე ილია ელოშვილის დაევალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)