|
2021-11-02 12:21:55, 736 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში ჩავნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელიც საზოგადოებას მისმა ადოვკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. როგორც ექს–პრეზიდენტის მიმართვაშია აღნიშნული, ქართველმა ხალხმა არჩევნებში უკლებლივ ყველა ქალაქში გაიმარჯვა, შესაბამისად, მისი თქმით "ივანიშვილის ბანდას" ხალხის მრავალრიცხოვნობისა და მათი ქუჩაში გამოსვლის ეშინია. სააკაშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მისი ციხიდან დახსნის პირობებში, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები მაქსიმუმ 10 დღეში ჩაინიშნება. "ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ერთადერთი, ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტოტორი განსაკუთრების სუსტია, იმიტომ, რომ ძირითაფი ფული დასვლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა აბსოლიუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევბი და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აქ კი თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო, ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა, ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძნედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგინული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერების. და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია", – წერია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)