|
2021-10-30 18:31:00, 569 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - არავის გვეშინია და მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მკაცრად აფრთხილებს ყველას, ვინც პატიმარ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელშეშლას გეგმავს, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. „ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მე მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ – თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ". მისივე თქმით, პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიც: „აბსოლუტურად არავის ეშინია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი საჭირო გახდება, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც. ჩვენ აბსოლუტურად არავისი გვეშინია. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ტყუილად თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან ამით მხოლოდ ისინი აღმოჩნდებიან პასუხისმგებელნი კანონის წინაშე და მკაცრად ვაფრთხილებ". მან, ასევე, ისაუბრა სამინისტროს საპასუხო ნაბიჯზე იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს იტყვის. „არსებობს დადგენილი წესები და ვიმოქმედებთ ყველა დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ვიცავთ და ვემსახურებით ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის აღსრულებას", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)