|
2021-10-30 11:30:10, 608 ნახვა
საზოგადოება
ცესკო მოუწოდებს კვლევით კომპანიებს, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები
როგორც ცენტრალური სააჩევნო კომისიის სპიკერმა განაცხადა, ცესკო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ამომრჩევლებს გაესაუბრონ საარჩევნო უბნის გარეთ. რადგან კანონის მიხედვით აკრძალულია საარჩევნო უბანზე ეგზიტპოლების ჩატარება. "როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება. მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.- განაცხადეს ცესკში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)