|
2021-10-29 16:29:33, 910 ნახვა
საზოგადოება
„გაიცანი აჭარა ანბანით“ - აჭარის ტურიზმის ახალი კამპანია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით კრეატიული საშემოდგომო კამპანია „გაიცანი აჭარა ანბანით“ დაიწყო. ულამაზეს ვიდეორგოლებში, ანბანის მიხედვით აჭარის 33 ძირითადი ტურისტული ადგილი, პროდუქტი, ღირსშესანიშნაობა და აქტივობაა წარმოჩენილი. ა- ანბანის კოშკი, ბ - ბოტანიკური ბაღი, გ - გონიოს ციხე, , დ - დანდალოს ხიდი, 2 ე- ევროპის მოედანი, ზ - ზღვა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომლის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლებიც სოციალურ ქსელში, რეგიონის მთავარ ტურისტულ გვერდზეა visitbatumi განთავსებული. -ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსასმახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წლის ბოლომდე, სოციალურ ქსელებში ანბანის 33-ვე ასო-ბგერაზე მომზადებულ რგოლები ჩაეშვება, რაც საშუალებას მისცემს რეგიონის პოტენციურ ვიზიტორებს მათთვის სასურველი ტურისტული ადგილი მოინიშნონ და მოინახულონ. აჭარის ტურისტული ანბანის პროექტი გრძელვადიანია. მას გაზაფხულზე დაემატება აპლიკაცია თავისი ტურისტული რუკით, რაც დაინტერესებულ პირებს კამპანიაში წარმოდგენილი ადგილების მონახულებაში დაეხმარება. „ჩვენი მთავარი მიზანია სრულად წარმოვაჩინოთ ის მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტები, რაც აჭარაში გვაქვს. აჭარის ტურისტულ ანბანში თავმოყრილია ყველა ძირითადი საზღვაო, სამთო, ეკოტურისტული თუ სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტი. საშემოდგომო კამპანია გაცნობითი ხასიათისაა, თუმცა გაზაფხულზე აპლიკაციისა და ტურისტული რუკის მეშვეობით მოვუწოდებთ შიდა ტურისტებს იმოგზაურონ აჭარაში, აივსონ პოზიტიური შთაბეჭდილებებითა და თავგადასავლებით. კამპანიაში წარმოდგენილი ადგილების მონახულების მიხედვით იქნება პრიზებიც, რაც საგაზაფხულო კამპანიას ერთგვარ აზარტს შესძენს და მოტივაციას მისცემს შიდა ტურისტებს აჭარის საზღვაო პროდუქტებთან ერთად სამთო ტურისტული მიმართულებებიც გაიცნონ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)