|
2021-10-29 10:39:40, 688 ნახვა
საზოგადოება
ფოთსა და სენაკში დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები აშენდა
ფოთსა და სენაკში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. - აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა მოინახულეს. პროექტი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)