|
2021-10-26 13:06:16, 431 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში გიგლო ყარალაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 26 ოქტომბერს, 17.00 საათზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქართველი გენერლის, მომღერლის, ფოტოგრაფის, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის გიგლო ყარალაშვილის უნიკალური ფოტოების გამოფენა გაიხსნება. ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ მასშტაბით პირველად გამოიფინება. კოლექცია, ძირითადად, მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - საფრანგეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში - მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა. მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი სტერეო გამოსახულებაა, რაც მის მიერ გადაღებულ კადრებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს აერთიანებს, გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა 1963 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)