15:08 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 10:20:00, 493 ნახვა

საზოგადოება
დღეს საქართველოში და მსოფლიოში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება

16 ოქტომბერს საქართველოში, ისევე როგორ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში, „მსოფლიო სურსათის დღე“, გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს მსოფლიოს შეახსენებს იმ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც პლანეტის მოსახლება დგას.

როგორც FAO-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, წელს, მგდომარეობა განსაკუთრებით რთულია და გამომწვევი მიზეზებიც მრავლად არის.

"COVID19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, იგრძნობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე“, - აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ.

პანდემიის პერიოდში დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საკვებზე ხელი არ მიუწვდება. FAO-ს განახლებული მონაცემებით, მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა 811 მილიონს აღწევს. პარადოქსია ის ფაქტი, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება, საიდანაც 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები და, შედეგად, შეუძლებელი ხდება პლანეტის მოსახლეობის დაპურება.

FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, შეიმუშავა გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, რომ შევძლებთ ამ გლობალური პრობლემების დაძლევას.

„ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ ჩვენი დევიზი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი

„მსოფლიო სურსათის დღის“ გლობალურ აღნიშვნას უერთდება საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობაც და სურსათის უვნებლობის თემაზე ორკვირიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. წელს  საქართველოში მსოფლიო სურსათის დღის მხარდამჭერი იქნება შეფი და კვების ტექნოლოგი ლუკა ნაჭყებია, რომელიც სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვება.

„FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს „მსოფლიო სურსათის დღეს“, რომელიც, ამავდროულად, ორგანიზაციის დაარსების დღეც გახლავთ. მოხარული ვარ, რომ FAO კვლავაც წარმატებით აგრძლებს თავის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში და არ იშურებს ძალისხმევას, რომ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად და კლიმატზე ორიენტირებული  აგროსასურსათო სისტემების შექმნას, ს, რაც მომავალში თითოეული ფერმერის, მწარმოებლის და მომხმარელის კეთილდღეობაზე აისახება“, -  აცხადებს მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში.

FAO-ს გათვლებით, 40-დან 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში შიმშილი აღმოიფხვრას. მიზნობრივი ინტერვენციებით შესაძლებელი იქნება ფერმების ტექნოლოგიურად უკეთესი აღჭურვა, ინოვაციების შეტანა ციფრულ სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება და ა.შ. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა.

„მსოფლიო სურსათის დღეს“ FAO მოუწოდებს თითოეულ ადამიანს, შეიტანოს წვლილი აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნაში და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები სურსათის ყიდვისა და მოხმარების პროცესში - უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ, სეზონურ პროდუქტს და მინიმუმამდე დაყვანოს სასურსათო ნარჩენებისა და დანაკარგების ოდენობა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics