|
2021-10-13 15:57:54, 616 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9001:2015 კვლავ მოიპოვა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მართვის ხარისხის უმაღლესი შეფასება მიიღო. ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი - ISO 9001:2015 სააგენტოს ბიზნესმენეჯმენტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SAI GLOBAL-მა გრძელვადიანი აუდიტის შემდეგ მიანიჭა. „მოხარული ვარ, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მეორედ მოიპოვა. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის. ეფექტური მართვა ნიშნავს სააგენტოს რესურსების რაციონალურ ადმინისტრირებას და თუ გავითვალისწინებთ, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირპროპორციულია“, - განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე. მართვის ხარისხის საერთაშორისო შეფასების დამადასტურებელი სერტიფიკატი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პირველად 2018 წელს მიენიჭა. უწყების მიერ განხორციელებული სისტემური ცვლილებები მაშინაც უმაღლეს დონეზე შეფასდა. პარალელურად, მომზადდა რეკომენდაციები ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც სააგენტოსა და საჯარო ბაგა-ბაღების ოპერირებაში ეფექტურად დაინერგა და განხორციელდა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)