19:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 14:21:16, 656 ნახვა

საზოგადოება
DRI - სამხრეთ ოსეთის „კგბ“-მ სოფელ მიდელაანის მკვიდრი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ჩაატარა, თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ჩაატარა, თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს.

ამასთანავე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics