22:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 01:20:34, 644 ნახვა

საზოგადოება
მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდა კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ

მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდა კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ. - ამის შესახებ ცნობას "კურიერი" ავრცელებს. ტელეკომპანია "რუსთავი2" -ს ცნობით, მისი ასაკი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის მესამე სართულზე, სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

"კურიერთან" საუბრის დროს ოჯახის ახლობელი განმარტავს, რომ კონტაქტზე არც დედა და არც ბავშვი არ გამოსულან და მათ, რაიმე საიმედო ინფორმაციას, სამწუხაროდ, სამაშველო სამსახურის წევრები არ ეუბნებიან.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეოთხე სართულზე იმყოფებოდნენ. მათი ასაკი 1.2 და 9 წელს შეადგენს. მაშველებმა არასრულწლოვნების დედა რამდენიმე საათის წინ იპოვეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა.

26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია.

ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics