|
2021-10-08 11:45:49, 574 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარება საყურადღებოა, სახეზე გვაქვს აცრის მასშტაბური კლება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებოა. მისივე თქმით, აცრის რიცხვი საკმაოდ დაკლებულია. "ეპიდვითარება არის საყურადღებო, ვინაიდან ჩვენ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, ეს რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე, აქედან გამომდინარე კვლავ ბუნდოვნად რჩება, როგორც ვაქცინაცია და ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის მხრიდან არის მოწოდებული. აცრის რიცხვი არის დაკლებული, ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება და დღეს ჩვენ გვაქვს საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები და მერები, მნიშვნელოვანია მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო არსებული რესურსით ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)