|
2021-10-07 16:31:50, 681 ნახვა
საზოგადოება
მიქაელ ბოტკოველი - სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. დეკანოზმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. "მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა. ცნობისთვის, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა. ამასთანავე, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)