|
2021-10-07 15:43:11, 535 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.- ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება. "შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს. წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 ათასი ტონას შეადგენს. წელსვე, აჭარაში 3600 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ციტრუსის სეზონის ერთი ფანჯრის პრონციპით განხორციელდებას უზრუნველყოფს. ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინი დაიკრიფა." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)