|
2021-10-07 14:26:37, 468 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, მობილური აპლიკაცია „JustApp" და იუსტიციის სამინისტროს კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტი იყო მთავარი განსახილველი საკითხი რატი ბრეგაძესა და ისრაელის შს მინისტრ აიალეტ შაკედს შორის გამართულ შეხვედრაზე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით ისრაელის შს მინისტრმა რატი ბრეგაძეს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ოფისი დაათვალიერებინა. იუსტიციის სახლის მსგავსად, სამსახური სახელმწიფო სერვისებს გასცემს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ფუნქციების გაცნობის შემდეგ აიალეტ შაკედს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია გააცნო; ისაუბრეს სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალდანერგილ ინოვაციურ პროექტზე „მობილური იუსტიციის სახლი". შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის საერთო ინტერესების სფეროებში არსებული მჭიდრო პარტნიორობა მომავლში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე რატი ბრეგაძეს ისრაელის იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა უმასპინძლა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დღესვე რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევსაც შეხვდება, სადაც გაიმართება პრეზენტაცია ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)