|
2021-10-07 12:42:36, 411 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობა; რეფორმები ეფექტური მმართველობისთვის; თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერება; მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები რატი ბრეგაძის ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან შეხვედრის დროს. უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი რატი ბრეგაძემ და გიდეონ საარმა მოაწერეს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რატი ბრეგაძე შეხვედრას გამართავს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ აიალეტ შაკედთან, მოგვიანებით კი, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევთან, სადაც პრეზენტაცია გაიმართება ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)