|
2021-10-07 11:08:35, 510 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „შეაჩერე პლატსმასით დაბინძურება“ გამარჯვებულ ჟურნალისტებს ჯილდოები გადაეცათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ადგილი თეა თოფურიამ (რადიო თავისუფლება), მეორე ადგილი კი, ანანო მჭედლიშვილმა (on.ge) დაიკავეს. გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დააჯილდოვა. „პლასტმასის ნარჩენების სწორი მართვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, უკანასკნელ წლებში, ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების, მათ შორის, პლასტმასის ნარჩენების მართვის საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. საზოგადოების როლი სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში უდიდესია, რისთვისაც საჭიროა, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და დავანახოთ ის საფრთხე, რომელსაც პლასტმასის ნარჩენები უქმნის გარემოს და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. კონკურსში „შეაჩერე პლატსმასით დაბინძურება“ სტატიები, ბლოგები და ვიდეოები პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესახებ 30 მონაწილემ წარადგინა. გამარჯვებული ფინალისტები ჟიურიმ გამოავლინა. აღნიშნული კონკურსი პროექტის „პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, CENN-ის და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა და უზრუნველყოს პლასტმასის პროდუქტების მდგრადი და უსაფრთხო მოხმარება და წარმოება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)