|
2021-10-06 13:08:15, 630 ნახვა
საზოგადოება
„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ - National Geographic Traveller Food აჭარულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის
„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ - ამ სათაურით სტატია აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა მილიონობით გამომწერს აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებზე ესაუბრება და მათი მომზადების წესს აცნობს.
ქართულ სუფრასა და თამადის როლზე საუბრის შემდეგ ბრიტანული გამოცემა აჭარულ სამზარეულოზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რეგიონის სამზარეულოზე გავლენა კავკასიურმა, აღმოსავლეთ ევროპულმა და ახლო აღმოსავლეთის კულინარიულმა ტრადიციებმა იქონიეს.
National Geographic Traveller Food-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო გემრიელი კერძების მეშვეობით. აჭარის შემთხვევაში, გამოცემა რეგიონის, როგორც ზღვისპირა მხარის უპირატესობაზე საუბრობს, სადაც თევზეულის მრავალფეროვანი არჩევანია. „რადგანაც აჭარა ზღვისპირა რეგიონია, ის შავი ზღვის თევზის მრავალსახეობას გვთავაზობს, რომელთა შორის ზოლიანი, წითელი „ბარაბული“ განსაკუთრებით გამორჩეულია. ბარაბული ამოსვრილია ფქვილში, ოქროსფერ შეფერილობამდე შემწვარია ზეთში და სერვირებულია ლიმონის ნაჭრებთან ერთად. მას ძირითადად, თან ახლავს ტრადიციული ტკბილ - მჟავე სოუსი ტყემალი და ხშირად მიირთმევენ ცივ ლუდთან ერთად.“ სტატია აჭარულ დესერტზე „მაჯუნი“ საუბრით სრულდება, რომელიც ძირითადად დღესასწაულებზე თაფლის, ბრინჯისა და შავი წიწაკისგან მზადდება. National Geographic Traveller Food-ის საშემოდგომო ნომერში აჭარულ და ზოგადად, ქართულ სამზარეულოს მკითხველი იტალიური, ესპანური, ბერძნული, მექსიკური და კულინარიით გამორჩეული ქვეყნების გვერდით იხილავს. სტატია იხილეთ - https://magazine.natgeotraveller.co.uk/NGTF0921FullMag/ .
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)