|
2021-10-05 15:03:39, 555 ნახვა
საზოგადოება
ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს
ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, „ინტერნეტ პრემიუმს“ სთავაზობს. ახალი პაკეტით მობილური ინტერნეტის ყოველთვიური ხარჯი 30%-ით მცირდება. 5 ოქტომბერი, 2021 – საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პაკეტების ახალ ხაზს, ინტერნეტ პრემიუმს სთავაზობს. ინტერნეტ პრემიუმის აქტივაციისას, მომხმარებელი ერთჯერადად იხდის საფასურს და 3 თვის განმავლობაში, ყოველთვე ავტომატურად ერიცხება შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე არაა საჭირო, ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაციით აბონენტი მობილური ინტერნეტის ყოველთვიურ ხარჯს 30%-ით შეიმცირებს. მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მრავალფეროვანი ინტერნეტ პრემიუმ პაკეტებიდან მისთვის სასურველი: 2GB - ₾14.5; 4GB – 23₾, 10GB - 35.5₾; 30GB – 63₾. ყველა ჩამოთვლილი პაკეტი მოიცავს ღამის ულიმიტო ინტერნეტს უფასოდ და მუსიკალური მობილური აპლიკაცია Stingray-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად. 3 თვის გასვლის შემდეგ, აბონენტს კვლავ შეუძლია პაკეტის შეძენა, მომდევნო 3 თვით. პაკეტის შერჩევა, გააქტიურება და ბალანსის შემოწმება შესაძლებელია კომბინაციით *315#. ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რათა რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა ქონდეს ხარისხიან 4G მომსახურებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)