|
2021-10-04 13:01:48, 437 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურებშიც მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მხაარდამჭერებს მადლობა გადაუხადა - ,,მინდა მადლობა გადავუხადო ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, აქტიურობისთვის. სწორედ მათი მხარდამჭერით უკვე მერვედ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის მართვის მანდატი ყველა დონეზე. როგორც მოგეხსენებათ, პირველადი შედეგებით, აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხ მუნიციპალიტეტში პირველივე ტურებში გაიმარჯვეს ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა და ასევე, საკრებულოში უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი. მეორე ტურები დიდი ალბათობით გაიმართება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებით მეორე ტურებშიც მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო მისიებმა თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარა წარმატებით და დემოკრატიის მაღალი სტანდარტით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)