|
2021-10-02 11:37:23, 735 ნახვა
საზოგადოება
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, ამომრჩეველს ექნება საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მშვიდ გარემოში მიიღოს
იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, წყნარ, მშვიდ გარემოში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებსაც დაცულ გარემოში გექნებათ მუშაობის საშუალება - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საარცევნო პროეცესების შეფასებისას განაცხადა. „ დღეს არჩევნების დღე, ეს ძალიან განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ყველამ, პოლიტიკოსებმა, კომენტატორები ჩუმად უნდა იყვენენ, ამომრჩევლები კი გამოვიდნენ და საარჩევნო ყუთების საშუალებით დააფიქსირონ თავიანთი აზრი. ბოლო კვირებში, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც კი, მნიშვნელოვანი პოლარიზაციის მოწმეები გავხდით, რომელიც აქ, საქართველოში, პოლიტიკურ ცხოვრებაში გრძელდება და რაც ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია. ერთი რამ, რაზედაც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, წყნარ, მშვიდ გარემოში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებსაც დაცულ გარემოში გექნებათ მუშაობის საშუალება,“ - განაცხადა ჰარცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)