|
2021-10-01 23:12:18, 809 ნახვა
საზოგადოება
2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი დააკვირდება
14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 20-მდე წარმომადგენელი, რომელიც 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს დააკვირდება უკვე საქართველოშია და ისინი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ სიახლეებზე რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდება; მათ ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალსახად არსებითია სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიგნებები გაუზიარონ. „გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს ჩამოსვლა და ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან. „ ნათქვამია „ცესკოს“ გნცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)