|
2021-09-30 17:06:43, 456 ნახვა
საზოგადოება
თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება
თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მხარის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილები მოინახულა და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი. მათში ქორწინების სახლებიც განთავსდება. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თერჯოლისა და ზესტაფონის იუსტიციის სახლებში ჯამში სსიპ იუსტიციის სახლის 40- მდე თანამშრომელი დასაქმდება. მათთან ერთად განთავსდებიან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სსიპ-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ. ზესტაფონსა და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)