|
2021-09-29 14:13:24, 387 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით
პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. - ესკორტირების სამმართველოს ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე პროფესიული დღე სისტემის თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან ერთად მიულოცა. რატი ბრეგაძემ სამსახურის ყველა თანამშრომელს წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 450 თანამშრომელი წაახალისა. პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებსა და მედპერსონალს გამოეცხადა მადლობა. ასევე წახალისდნენ გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსა და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე 2015 წლიდან აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)