|
2021-09-29 12:03:51, 2134 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ 89 ჰექტარი ზღვა „ამბასადორს“ ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად გადასცა
საქართველოს მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გადასცემს . შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კუნძულს ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღო და შესაბამის მემორანდუმს მოაწერა ხელი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ადგილზე ინვესტორი ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულს მოაწყობს. მთავრობა ამ კუნძულის ასაშენებლად გათვალისწინებულ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციასა და 2000 პირის დასაქმების შესაძლებლობაზეც საუბრობს. „პროექტი მოითხოვს დეტალურ, სკურპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს პასუხისმგებლობას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს ყველა აუცილებელ კვლევას, რაც უფრო მეტად დაადასტურებს ამ პროექტის მიმზიდველობას და განხორციელებადობას. ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)