13:42 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 16:08:44, 763 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არ ცვლის ამოცანას, დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა-არ ჩამოსვლ არ ცვლის ეროვნულ ამოცანას, დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ჩვენი გუნდისთვის და ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ან რას გააკეთებს, ჩამოვა, არ ჩამოვა, თუ როდის ჩამოვა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავამარცხოთ, ამ ორი ოქტომბრის ხმის გამოყენებით. ამიტომ ნებისმიერი სხვა საუბარი, ჩემი აზრით, ამ  ფოკუსის დაკარგვაა ბოლო 5 დღის განმავლობაში“, -განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში კიევი-თბილისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2 ოქტობერს საქართველოში ბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics