|
2021-09-28 11:46:49, 434 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა
თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის მომავალ წელს დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ხელაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებაც მოისმინა. „ჩემი გამგებლობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი ომის ვეტერანების მხარდაჭერას. ვიცით, რომ არ არის საკმარისი, რაც დღეს კეთდება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა იგეგმება უფრო დახვეწილი სოციალური პაკეტების შეთავაზება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, იმ მოთხოვნებს, რაც დღეს ვეტერანებს უდგათ დღის წესრიგში, თავს გაართმევს", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მებრძოლ ვეტერანებთან შეხვედრას პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)