|
2021-09-28 11:36:30, 608 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტარდება
ცოფი ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშ დაავადებაა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცოფის განყოფილებაში, პათოლოგიური მასალის კვლევა ცოფის ვირუსის გამოვლენის მიზნით, ორი მეთოდით - მიკროსკოპია და ბიოცდა ტარდება. ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული PCR ტესტის დანერგვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახდენს ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ცხოველებში, ხოლო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ანტისხეულების ტიტრის დადგენის მიზნით, ტარდება ვაქცინაციის შემდგომი, იმუნური სტატუსის მონიტორინგი ELISA მეთოდით. ცოფით დაინფიცირებული ცხოველი ვირუსს გამოყოფს ნერწყვით და გადასცემს კბენით. დაინფიცირებული ცხოველის კლინიკური ნიშნებია: ნერწყვდენა, კიდურების დამბლა, აგრესია, უცხო სხეულების ყლაპვა, შეცვლილი ხმა. დაავადება ადამიანს გადაეცემა: კბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ნერწყვთან ერთად. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წელზე მეტხანს გრძელდება, თუმცა უფრო ხშირია 3-6 კვირის განმავლობაში გამოვლინება. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, მოსახლეობას მოუწოდებს, მათი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციის შემდგომ გამოიკვლიონ იმუნური სტატუსი და გაიგონ, თუ რამდენად დაცულია ცხოველი ცოფის ვირუსისგან. სწორი ქცევით, შესაძლებელია დავიცვათ როგორც ადამიანები, ისე ცხოველები ისეთი საშიში დაავადებისგან, როგორიც ცოფია. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)